saqarTvelos qedebi - oTefuras qedi
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°52`10` ჩ. გ. 42°08`06` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | ეგრისის ქედი |
სიმაღლე | 3043 მ |
სიგრძე | 40 კმ |
ისტორიული სახელწოდება: ოთეფურადუდი.
ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის დასავლეთი ნაწილის თხემზე. სიმაღლე 3043 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებებით. კალთების ქვედა ნაწილი დასერილია ენგურის მარცხენა შენაკადების ხევ-ხეობებით, შუა და ზედა კალთებზე რელიეფის მყინვარული ფორმებია. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.